вторник, 19 ноября 2019 г.

При чем здесь политика?







«Моя задача — вывезти раненых и больных детей, для того чтобы они получили квалифицированную бесплатную помощь, теплую одежду, еду и запас медикаментов. И мне все равно, как это будет сделано. 

Любой ценой, я подчеркиваю и везде говорила, и буду говорить об этом. Буду спасать любой ценой, с кем угодно буду договариваться, куда угодно вывезу, хоть в Китай! Лишь бы жил. Потому что я врач». 

Эти слова принадлежат известному благотворительнице и правозащитнику, для которой не было чужих бед, Елизавете Глинку, которую все знали, как Доктор Лиза. И при жизни Доктора, и после смерти было много споров о том, на чьей она стороне. А она была, всегда на стороне слабого. Но, чему она научила нас?

Доктор в последню очередь должен думать о том, кто прав. Для них одинаково должны быть дороги их пациенты. Они должны помочь тем, кому не поможет уже никто. Вне зависимости от вероисповедания, происхождения, социального статуса, пола и политических убеждений. В основе их решений не должны лежат политические, экономические или религиозные мотивы. Они не должны принимат чью-либо сторону в конфликтах, а также не принимать решение о работе в той или иной ситуации под давлением государства или участников конфликта. Потому что, у Гиппократа не были границ. 

Даже, я будучи журналистом, никогда не думала, рискую я себя или нет. Я принимала приглашение на мероприятия российских организаций, проходящих в любом городе России, если еще пригласят, не задумываясь поеду. Потому что хорошо понимаю, что это важно, для нашего мирного будущего.

Несколько лет назад, работая в одном проекте, мне пришлось встретиться с одним врачом. Во время грузино-абхазской войны, он был главным хирургом республики. С первого дня войны, до последнего дня, он был там. Он сделал, последние операции. Уделил меня четыре часа и за это время, не одно слова не сказал про виновную сторону. Сказал одно: «Легко указать пальцем на кого-то, трудно признать свои ошибки». 

А историй рассказывал много. Во время операции, одному абхазскому врачу сказали, что его дом сгорел. Он не поднимая головы и не обращая внимания, продолжил операцию. Спасал какого-то грузина. 

Работая все эти годы над конфликтами, я всегда вспоминала эту историю и мне очень жаль, что Гурам Гвасалия так ушел из этой жизны, что больше не смогу встретиться с ним. Но его слова и примеры всегда давали надежду. Так как, во время конфликтов врачи самые внимательные, спокойные, рассудительные и надежные. 

Многие годы, мы неоднократно говорили, что ключ мира лежит в России и, с этим письмом я обращаюсь к России за помощью и пониманием, надеясь, что президента Ассоциации артроскопии Грузии Важу Гаприндашвили, которого арестовали на два месяца и держат в Цхинвальском следственном изоляторе, скоро освободят.

пятница, 15 ноября 2019 г.

Врачам и коллегам из Южной Осетии







Врач Важа Гаприндашвили находится в Цхинвальском следственном изоляторе. Он был задержан еще 9 ноября, предположительно, во время посещения им пациента близ неподконтрольной Грузии территории. Факт задержания гражданина Грузии подтверждает Служба безопасности Грузии. Как заявляют Цхинвали, Гаприндашвили задержан за незаконное пересечение границы. Против президента Ассоциации артроскопии Грузии, власти Южной Осетии возбудили уголовное дело. По их словам, он умышленно пересек линию границы. Это то, что мы знаем, более менее точно. 

Я как человек и журналист, никогда не поддерживала закон об оккупации. Более того, для меня абсолютно непонятно, как мы определяем границы. Не как, не могу забыть слова, одного раненого солдата. В 2008 году утром 8 августа, когда скорая помощь увезла его, он сказал: Я перешел на их территорию. Откуда мне знать, что эта их территория? И правда, как мы сможем определить, нашу и вашу территорию? Ведь, земли которые мы делим, никогда не принадлежали ни грузинам, ни осетинам. Они, были общие: Грузино-осетинские или, если хотите, осетино-грузинские. И даже, 7 августа 2008 года люди, грузины и осетины, на этих полях, работали вместе.

 Межэтнические конфликты - особенная проблема, которая волнует далеко не одно государство. К сожалению, эти конфликты повлекли за собой тяжелые последствия. Один из таких конфликтов - грузино-южноосетинский конфликт. 

Мы все хорошо понимаем что наш конфликт был создан искусственно, потому что, почти вся моя жизнь прошла, в Шида-Картли, вместе с осетинами и грузинами, и я не чувствовала, что между нами есть какие-то национальные проблемы. Это было настолько гармоничное общество, что невозможно поверить, что был хоть малейший повод, способный разжечь розню. Но, это случилось и все мы, жертвы политической игры. Жаль, что в свое время ничего не было сделано, чтобы конфликт не усугубился. Мы долго ждали, что ситуация разрядится. Но, к сожалению, в итоге получили много потерянных лет. 

Сегодня многолетняя история войны позволяет проанализировать конфликт и убедиться, что в его эскалации виновны обе стороны. Ни одна из них не воспрепятствовала негативным силам, которые хотели нарушить взаимопонимание. Да, нас никто не спрашивал ни о чем тогда, и не спрашивают сейчас. Но обычно, интриги приходят и уходят. И эти, мелкие политические интриги тоже должны были закончиться. 

Нас приучили выслушивать ложь. Приучили к тому, что мы должны жить в постоянном напряжении, страхе и терроре. Приучили к террористическим актам и спектаклям. Приучили к состоянию, которое не является ни войной, ни миром. Мы все меньше и меньше говорим о человеческих трагедиях и поисках мирных путей. 

Все эти годи хорошо показали, что самый лучший катализатор по урегулированию конфликта - это народная дипломатия и открытие границ. И мы, должны сделать все, чтобы в обществе зародился здоровый подход. Что мы все можем для этого сделать? Мы можем творить любовь и добро, которые должны заставить нас задуматься о каждом сделанном шаге. Любая война кончается миром. 

Именно мир — самое ценное, что у нас может быть. Ведь мир — это надёжность, это уверенность за здоровье и жизнь наших близких, это вера в завтрашний день. Я не хочу героизма и сильных лозунгов, которые всегда приводят к кровопролитию и смертям. Причем к смертям не тех, кто с амбициями. Платят всегда другие. Поскольку любая война – дело рук самого человека, разум должен победить. 

Во время войны, многое сделали грузинские врачи для осетинов, также, как осетинские врачи для грузинов. Поэтому, я очень надеюсь, на вашу помощь, что Важа Гаприндашвили вернется живым и невредимым.

среда, 30 октября 2019 г.

„ჟელეზნაია“ ფსიქიკა








ყოველდღე საკუთარი თავი უნდა გამოიგონო. წარმოიდგინო საგნები, ფაქტები, პროფესიები, ადამიანთა განცდები და ხასიათები. მერე ადგე და საკუთარი თავი, სხვის მშრალ, ემოციურ და არალეარიზებულ ილუზიებს მოარგო. არა? კი, ასეა. სხვანაირად ვერ იქნება, როცა დილით 7 საათზე ადგები, მოემზადები რომ გარეთ გახვიდე. ფანჯარას გააღებ და ქალაქში, გახრწნილი ლეშის სუნი დგას. პირველი აზრი, რაც თავში მოგდის - საშინელებაა. ვერ გახვალ, რადგან სუნთქვა გიჭირს. ვეღარ აცნობიერებ, რომელი უფრო მავნებელია - გახრწნილი ლეშის სუნი თუ, დილით ვარჯიშის გარეშე დარჩენა. დიდი არჩევანი არ გაქვს და გადაწყვეტილებას მაშინვე იღებ, - ჯობია, ფანჯარა დაკეტო და თბილ ლოგინს დაუბრუნდე, რადგან ჯერ, ყავისთვისაც, ძალიან ადრეა. 

პარალელურად ფიქრები ჩნდება. იხსენებ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის სიტყვებს:  - ძვირადღირებული თამბაქო, ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების წესია. ჩვენი პრიორიტეტი კი, ადამიანების ჯანმრთელობაა. ღიმილიც კი, უხერხულია. თუმცა, ერთადერთი გამოსავალი. ბატონი აკაკი, რუსთავში ალბათ, არასდროს ყოფილა და მისთვის, ეს ქალაქი წმინდათა წმინდაა. 

საწოლში დაბრუნებული, ინსტიქტურად ტელეფონს ვიღებ. სოციალური ქსელები, დროის გასაყვანად, ერთადერთი გამოსავალია. მე და ტელევიზორი, ისე როგორც, მე და ქართული მედია, წლებია უკვე, ვეღარ ვმეგობრობთ. პირველი ინფორმაცია, რაც მხვდება, მუცოს პროექტის რეაბილიტაციის ჯილდო, აჟიტირებული ქართველების პოსტები და მილოცვებია. დიდხანს ვიფიქრე და მაინც ვერ ვხდები, რა უნდა მიხაროდეს და, რა უნდა მივულოცო ჩემს ქვეყანას? ერმა რომ, არ იცის, რამხელა კულტურის და საგანძურის მფლობელია, მისი ქვეყანა? თუ, ევროპა არ აღიარებს, ჩემი ქვეყნის კულტურას, არანაირი ფასი არ აქვს? ქვეყნის კულტურის და საგანძურის მოვლა-პატრონობა, რომ თითოეული ქართველის მოვალეობაა? ქალბატონებო და ბატონობენო, მუცო თვითონ არის ჯილდო მთელი მსოფლიოსთვის და მას, არანაირი აღიარება და ჯილდო არ სჭირდება.
 
შემდეგი ინფორმაცია, აკა სინჯიკაშვილის პოსტია. ერთ კვირაში ნანახი 74 ადამიანი, რომლებიც ავად არიან და, არც ექიმთან წასვლის და, არც წამლის ყიდვის შესაძლებლობა, არ აქვთ. მათ შორის, ძირითადად ბავშვები არიან, რომლებსაც ან მშობლები არ ჰყავთ, ან მარტოხელა, მრავალშვილიანი დედები ზრდიან. ზოგი მოხუცია და, ექიმთან წამყვანიც არავინ, არ ჰყავს. 

ჩვენს ქვეყანაში, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის, ფორმალურად და მოვალეობის მოხდის გამო, არსებობდა. დავით სერგეენკოს, მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საერთოდ დამავიწყდა, არსებობს თუ არა? და თუ არსებობს, ვისთვის ან რისთვის?

მერე, გიორგი კიკონიშვილის პოსტი გამოჩნდა. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ქართულ-შვედური პროექტია, კულტურის სამინისტრომ დახმარებაზე უარი უთხრა. მიკვირს? არა! ეს ხომ, ის კულტურის სამინისტროა, რომელსაც ბიუჯეტში თანხა მხოლოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის აქვს. ეს ის, სამინისტროა, რომელმაც საყდრისის ოქროს უძველესი საბადო ააფეთქა და სძულს, ყველა შემოქმედი ადამიანი, რომელთა იდეა, მხოლოდ ბიუროკრატიულ ქაღალდებზე არ რჩება. და მენანება, 10 დაკარგული წელი, რომელიც უკულტურო ხალხის, კულტურას შევწირე. 

აღარ ჩავყევი და ტელეფონი გამოვრთე. საკმარისია რომ, მთელი დღის ენერგია და განწყობა დაკარგო. მაგრამ, ტვინი და ფიქრები, ვერ გამოვრთე. თუ, ომმა და ომისგან განადგურებულმა ხალხმა, ჩემი ფსიქიკა რკინად აქცია, ყოველდღიურად უსამართლობასთან და გაუნათლებლობასთან ბრძოლა, ამ რკინის ფსიქიკასაც ანგრევს. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, საზოგადოებრივი აქტივობის აბსოლუტურად ყველა სფეროში, მხოლოდ აგრესიით იკვებება. ყველაზე საშიში კი, საჯარო სამსახურებში მომუშავე, პასუხისმგებელი პირების, გულგრილობა და ძალადობაა. 

ერთ ფერმერზე, იგავიც გამახსენდა, რომელმაც ბეღელში საათი დაკარგა. საათი ძვირადღირებული არ იყო. მაგრამ, ფერმერისთვის ის, საყვარელი ადამიანისგან ნაჩუქარ, ძვირფას ნივთს წარმოადგენდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ძალაგამოლეულმა ფერმერმა, შორიახლოს მოთამაშე ბიჭები დაინახა და, დახმარება სთხოვა. ბიჭებმა, მთელი ბეღელი გადაქექეს. მაგრამ, საათი ვერსად ვერ იპოვეს. და როცა ფერმერს, ყველა იმედი გადაეწურა, მასთან ერთი ბიჭი მივიდა და სთხოვა, მისთვის, კიდევ ერთი შანსი მიეცა. ფერმერმა შეხედა და გაიფიქრა: რატომაც არა და ბიჭი ბეღელში გაუშვა. მცირე დროის შემდეგ, ბიჭი გამოვიდა და საათი ფერმერს მიუტანა. გახარებულმა ფერმერმა ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: როგორ შესძლო მან, ერთმა საათის პოვნა, როცა ამდენმა ადამიანმა ვერ იპოვა? ბიჭმა უპასუხა: არაფერი, არ გამიკეთებია. მე უბრალოდ, ვიჯექი იატაკზე და ვუსმენდი. სიჩუმეში, საათის წიკწიკი გავიგონე. მისი ხმის მიმართულებით წავედი და ვიპოვე. 

ხანდახან მშვიდი გონება უკეთესად აზროვნებს, ვიდრე აღელვებული. იქნებ, უმჯობესია ჩვენს გონებას, ყოველდღიურად მივცეთ, სიმშვიდის რამდენიმე წუთი, რომ ცხოვრების მოულოდნელ და რთულ გზაზე დაგვეხმაროს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, მშვიდი გონებით მოუსმინონ ხალხს და არა, დოლარებისთვის დაწერილი კანონებით.

понедельник, 10 сентября 2018 г.

წერილი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს








ბატონო მინისტრო, ვიცი, თუ ოდესმე ამ წერილს წაიკითხავთ, აუცილებლად იფიქრებთ რომ, საშინელებათა ჟანრის წიგნიდან ამოღებულ გვერდებს კითხულობთ. მაგრამ, არა. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, რომლის დანახვაც, თქვენ არ გინდათ. რადგან, თქვენ და თქვენს ოჯახს, იმ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა არ გიწევთ, რომელსაც ხალხს სთავაზობთ. თუმცა, ახალს არაფერს ვწერ, რაც თქვენ არ იცით. იცით, უბრალოდ, არ გამოგიცდიათ. მინისტრის სავარძლიდან რთულია, ამ პრობლემების დანახვა. და თუ, ამ წერილსაც წაიკითხავთ, არა როგორც მინისტრი, არამედ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ ოდესმე, ერთხელ მაინც შეივლით, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში, მარტივად მიხვდებით რაზე ვწერ.

რთულია ყველაფერი ერთ წერილში თქვა და სიტყვებით გადმოსცე. უფრო მძიმეა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ თქვენი ჯანდაცვის სისტემის და რეფორმების დახმარებით, ადამიანები საექსპერიმენტო ნივთები, ერთეულებისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წყარო ვართ. სამწუხაროდ თქვენ, დაგავიწყდათ რომ, ექიმი ხართ და ბევრი რამის უფლება არ გაქვთ, ჯანდაცვის მინისტრი ხართ და არა ბიზნესმენი ან ეკონომიკის მინისტრი.

არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი ჯანდაცვის მთავარი პრობლემა, ყველა კუთხე კუნჭულში გახსნილი დიაგნოსტიკური ცენტრები და საავადმყოფოებია. გაურკვეველი წარმომავლობის, სურსათის მაღაზიებივით, რესტორნებივით და სასტუმროებივით მომრავლებული კლინიკები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევით აფინანსებს. მათ, არავინ არ აკონტროლებს და ისინიც, არავის არ აბარებენ ანგარიშს. შესაბამისად, არავის არ აინტერესებს, ამ კლინიკების არც მსხვრეპლი და არც გადარჩენილი. არაფერს ვამბობ მედპერსონალზე. ორ მილიონიან ქვეყანაში, ნახევარი მილიონი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი რომ არის და მათი გაუნათლებლობა, პაციენტების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, ბევრ კარგ ექიმს ჩრდილს რომ აყენებს. ადამიანებმა კი, არ ვიცით რისი გვეშინოდეს, დაავადების თუ ექიმის?

ხანდახან მეცინება და თან მრცხვენია, 15 წუთიანი კატარაქტის ოპერაციის გამო რომ ვიჩხუბე. თუმცა, ამ ფაქტით ყველაზე კარგად ჩანს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის კატასტროფა, რადგან ჩვენს კლინიკებში მენეჯმენტი, საერთოდ არ არსებობს.

ექიმს არ სცალია, გარბის, ცალი ყურით გისმენს, ასისტენტის ხელში ხარ, რომელსაც გარდა იმისა, რომ ისევე ერთი სული აქვს მოგიშოროს, როგორც ექიმს, წარმოდგენა არ აქვს, რას ამბობს და რა ინფორმაციას გაწვდის. ისიც კი არ იცის, რომ ათას ექვსასი ლარი, თვალის ბროლის ღირებულება კი არ არის, არამედ მთლიანად ოპერაციის. პაციენტის მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს. ამიტომ, ოპერაციისთვის ორთვიანი ლოდინის შემდეგ, ოპერაციის წინა დღეს, შემთხვევით შემხვედრ ექიმს კიდევ ერთხელ რომ შეახსენებ, დედას დიაბეტი, ნევროზი აქვს და ძალიან ემოციურია, ამბობს: „ამ შემთხვევაში უმჯობესია, ოპერაცია ნარკოზით გავაკეთოთ“. დაფინანსება ადგილობრივ ანესთეზიაზეა მოსული. ნარკოზს და ადგილობრივ ანესთეზიას თურმე, სხვადასხვა კოდი აქვს. ამიტომ, ან ოპერაციის გაკეთება, კიდევ ორი თვით უნდა გადავდო, რადგან ანგარიშფაქტურა თავიდან უნდა დაიწეროს და ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნოს, ან ნახევარი სიცოცხლე, კლინიკაში დავტოვო.

ბატონო მინისტრო, გინახავთ სადმე, ექიმს ოთახი არ ქონდეს? ექიმმა, რამდენიმე პაციენტს კონსულტაცია ერთდროულად გაუწიოს? ვისაც უნდა, როცა უნდა შემოვიდეს და კონსულტაცია შეწყვიტოს? ოპერაციისთვის, რამდენიმე პაციენტის ერთდროულად მომზადება? ჩვენს კლინიკებში, მუშაობის ეს პრინციპია დანერგილი და საერთოდ არავინ არ ფიქრობს, რომ ზემოთ დასმული კითხვების, ერთადერთი პასუხი, პაციენტის უფლებების უხეში დარღვევაა.

არც ის არავის აწუხებს, რატომ წერს კლინიკა ორ ანგარიშფაქტურას განსხვავებული ხარჯთაღრიცხვით: ჯანდაცვის სამინისტროსთვის და საჭიროებისამებრ წარსადგენად. თუ ჯანდაცვის სამინისტროდან საგარანტიო ფურცელს არ მიიტან, საჭიროებისამებრ წარსადგენად დაწერილ ანგარიშფაქტურას, არსად არ იღებენ. შესაბამისად, პაციენტს უფლება აღარ არ აქვს, დამატებითი თანხები მოიძიოს. ამასთან, ქვეყანაში, სადაც 80 პროცენტი მოსახლეობის სიღარიბის ზღვარზეა და უმუშევარია, ექიმთან კონსულტაცია 100 ლარი ღირს. ამ თანხიდან კი, ექიმის ალბათ, მხოლოდ 20-30 ლარია. ვერ გამიგია, ჩვენ, ხალხი რატომ ვართ ვალდებულნი შევინახოთ და ვარჩინოთ, ჩვენთვის არაფრის მომცემი კლინიკები და მათი მფლობელები.

კითხვები ბევრია. სათქმელი და დაუწერელიც ბევრი მრჩება. არც ვიცი, როგორ გადმოვცე დედის მდგომარეობა, რომლის შვილსაც წამალი სჭირდება და ქვეყანაში არ არსებობს, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, სხვისი შვილების სიცოცხლე პრიორიტეტული არ არის; ათასჯერ მაქვს უკვე დაწერილი, რეგიონებში დადგმული არაფრის მომცემი ამბულატორიების შესახებ, რადგან ადგილობრივი მედპერსონალი არ არის; სასწრაფო დახმარების გაურკვეველი ვალდებულებების, კლინიკებთან დადებული ხელშეკრულებების; ქვეყნიდან გაქცეული ექიმების და პაციენტების; სხვა ქვეყანაში გადარიცხული მილიონობით თანხები ჩვენი მოქალაქეების სამკურნალოდ, როცა მთელს მსოფლიოში, ქართველი ექიმების უმრავლესობა საუკეთესოები არიან; სოციალური დახმარება, რომელსაც ის ოჯახები ვერ იღებენ, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ.

არც ვიცი, ღირდა კი, ამდენი წერა, როცა ჯანდაცვის სამინისტროს შენობა, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანი მოდის, რომელთა უმრავლესობა ხანში შესული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, ადაპტირებული არ არის.

ვიცი, რომ თქვენც და ბევრი გამკიცხავს ამ წერილისთვის. ამიტომ, მაგონებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ტბას, რომლის ზედაპირზეც სატყუარასავით ერთი თევზი ტივტივებს. ადამიანებს კი ვერ წარმოუდგენიათ რომ, ტბა შესაძლებელია თევზით სავსე სულაც არ იყოს. მაგრამ დილიდან საღამომდე, ტბის პირას თევზის მოლოდინში ანკეს გადაგდებულმა მეთევზემ, იცის რომ სახლში დაბრუნდება. ჩვენს კლინიკებში შესულმა ადამიანმა, ნამდვილად არ იცის სად, როგორ და როდის აღმოჩნდება.

იცით, რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები რომ, ყველა ექიმს თავისი სასაფლაო აქვს. აუცილებლად დადგება დრო, როცა თქვენ პირადად მოგიწევთ, ამ სასაფლაოების დათვლა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ინანებთ რომ, ამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იყავით, რადგან არცერთი მინისტრის დროს, არ დაფიქსირებულა ექიმების იმდენი გულგრილობა და დანაშაული, რამდენიც თქვენ დროს.  


მადლობა, თუ დამითმობთ დროს...

პატივისცემით, მზევინარ ხუციშვილი