среда, 28 декабря 2016 г.

Здравствуй, Война!



Здравствуй, Война! Я не умею писать письма, никогда не писала. Но я постараюсь, потому что давно хочу рассказать свое личное отношение к тебе. Как обычно письмо начинается с вопроса - Как ты? Но я не буду спрашивать, потому, что вижу, что везде ты очень хорошо чувствуешь себя, и смотря на тебя хочется быть слепым и глухим.

Мы хорошо знаем друг друга, неоднократно встречались. Почти всю свою жизнь я твоя пленница, так как принадлежу поколению, которое часто называют «дети войны». Но когда меня спрашивают, что я знаю о тебе, я всегда теряюсь. Дело не в том, что я не знаю о тебе, а в том, что я искренне думаю, что ты – это самое ужасное изобретение человечества, и об этом всегда тяжело говорить.

Где ты живешь, где твой дом? Ты там, где насилие, где ссоры превращаются в скандалы. Ты можешь быть в разных местах одновременно. Вообще, вся твоя биография довольна интересна, ты очень умело меняешь обличья, но суть всегда остается одна. Ты несешь смерть и разрушения. Неудивительно, что большинство людей боятся тебя. В головах людей ты всегда ассоциируешься с тьмой, черным дымом, смертью, руинами, горем, разрушающим огнем, безумством...

Анализируя данные о тебе, у меня возникает вопрос: люди боятся тебя, но сами зовут к себе. Почему? Ради чего ты приходишь вновь и вновь, унося жизни ни в чем не повинных людей?! Люди сами отвечают на эти вопросы, но их ответы вызывают у меня удивление. Оказывается, твоей целью, точнее, целью тех, кто тебя приглашает, являются вещи, которые необходимы очень узкому кругу людей. Почему тогда должны страдать остальные? Неужели нельзя обойтись без жертв? Нет, ты не такая, ты хочешь, как можно больше крови и смертей, взрывов, выстрелов... Ты злодейка, и воровка. Если честно, то я совсем не вижу в чем твой смысл. На мой взгляд, все вопросы можно решить мирным путем.

Война, ты страшна еще тем, что встретив тебя однажды, о тебе нельзя забыть никогда. После тебя остается пустота, кровь, боль, смертельная тишина, неизлечимые раны... Больше всего мне жаль, наших мужчин, которые служат тебе и думают что, защищают свою страну и родных. А ведь когда-то и я так думала...

В детстве мне очень нравились, нет, я скорее, восхищалась людьми в военной форме: солдатами, майорами, генералами... Я думала и считала, что они люди, которые защищають мою страну. Они самые образованные, мужественные, патриоты и герои, которые не только защищают свою семью, но и Родину. Но сейчас я уже взрослая, и хорошо понимаю, что все в жизни не так просто. И эти люди в военной форме тоже обычные, просто надели маску военных, служат тебе и убивают людей.

К сожалению, сторонников у тебя много - война. Каждая страна имеет своих героев-солдат, и этим очень гордится. И если они когда-то во мне вызывали гордость и заслуживали уважения, сегодня даже их существование вызывает только страх.

Они существуют, а это значит, что существуешь и ты. И будет еще много крови, потому что для одних ты – путь к славе, для других – борьба за свободу и всеобщее благополучие, для третьих – дело принципа.

Иногда задаешься вопросом: неужели человек рождается для войны? Мне не хочется в это верить. Зачем рождаться для разрушения? Человек приходит на этот свет, чтобы познать мир в любви, гармонии, созидании… Люди рождаются в любви и для любви. И порой, когда устаешь от суровой современной жизни, очень хочется поверить в какую-нибудь сказку. Как в детстве, когда все казалось таким простым. Но, то, что я рассказываю сейчас, это не сказка и тебе не очень понравится, может даже и разозлит.

В Ереване в одном кафе, куда я зашла позавтракать, познакомилась с молодым мужчиной. Когда он узнал что я грузинка, решил поговорить со мной. Оказалась, что он когда-то жил в Грузии. Сейчас он менеджер кафе, но когда-то был военным. Когда я услышала слово военный, то сразу испугалась, но все равно спросила, где он воевал.

Война, ты не поверишь, потому что, после этой встречи прошло три месяца и, я до сих пор не верю, что получила самый желанный и долгожданный ответ. Он сказал: «Нигде! Я люблю изучать военное дело, но не люблю воевать…». Война, если бы ты видела меня тогда, какая гордая я была. Во- первых, потому что мой дом Кавказ, и этот человек кавказец, а во вторых,  мне казалась что, его ответом, все твои отношения с людьми были уничтожены. Жаль что, не все так просто, но все равно, у меня есть надежда что, пока этот человек существует, тебе нет места на земле. Потому что, враг не существует. Врагов с помощью тебя, создаем мы, чтобы, скрыть свои ошибки и преступления. Но если мы очень хотим, чтоб нашего противника назвали врагом, правительство любой страны обязано, даже с самым грозным врагом говорить мирным языком. Только так можно защитить свою страну и свой народ. Поэтому, я считаю, что единственный враг – это ты, Война! Но бороться с тобой нельзя, тебя просто нельзя начинать.

Я уверена, люди рано или поздно придут к осознанию того, что ты лишняя на этой земле и не имеешь права существовать. Люди отомстят тебе за то, что ты, ликуя, витала над полями сражений, напиваясь алой человеческой кровью. Ты больше не посмеешь воскреснуть! Кто-то придет к этому, поняв и ужаснувшись твоим деяниям, просто испугавшись за свою жизнь. Ты просто чудовище с множеством лиц, одинаково оскаленных в зубастой улыбке. Мы, люди, не захотим больше умирать за что-то, убивать друг друга и объединимся против тебя. И тогда тебе придет конец. Надеюсь, что совсем скоро тебе никто не станет писать писем.


Я не все сказала, может, и это письмо получилась глупым, но уже 25 лет мое самое большое желание это, наконец, сказать тебе: «Прощай, война!». Но, к сожалению, и в конце 2016 года мне придется пока сказать: «Люди, берегите мир, живите в дружбе и согласии!».

воскресенье, 30 октября 2016 г.

ერთიანობა - გადარჩენის ერთადერთი იმედი



ერაყი, ლალიშის სალოცავთან, მდინარის ორი მხარე: ერთ მხარეს ტყვედ წაყვანილი, შავებში ჩაცმული, ჯაჭვით გადაბმული გოგონები არიან. მეორე მხარეს დღესასწაულის შემდეგ, ლალიშის სალოცავიდან გამოსული, თეთრებში ჩაცმული ხალხი ტყვედ წაყვანილი გოგონებისთვის ლოცულობს და მზეს სთხოვს მათ გადარჩენას.

გობელინში შესრულებული ეს ნამუშევარი, საქართველოში მცხოვრებ ეზიდ მხატვარს, ბასე ჯაფაროვას ეკუთვნის. თუმცა, ეს ერთადერთი ნამუშევარი არ არის, რომელშიც ომია გადმოცემული. უკვე რამდენიმე წელია, მხატვრის აბსტრაქციული ნამუშევრები ეზიდურმა კულტურამ და ომის თემამ შეცვალა. ომმა, რომელიც მხატვრის შემოქმედებაში არის ნაცრისფერიც და ფერადიც: „ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ვინერვიულე და ბევრი ნამუშევარი შევქმენი. ნამუშევრებში, დევნილებს ეზიდური კულტურისთვის დამახასიათებელ ფერად ტანსაცმელს ვაცმევ, რაც იმედს მაძლევს, რომ ოდესმე აუცილებლად დასრულდება ეს საშინელება“, - ამბობს ბასე ჯაფაროვა.

ბასე ჯაფაროვა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მისი სამშობლო საქართველოა, მაგრამ ის იმ ხალხის შთამომავალია, რომელმაც საუკუნის წინ უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე და საკუთარი, ეზიდური კულტურის შესანარჩუნებლად საქართველოში ჩამოვიდა. „იცით, ეზიდურ კულტურაში ასეა, თუ არ იცავ რელიგიას, არ ხარ ეზიდი. არ შეიძლება სისხლის აღრევა. ჩვენმა წინაპრებმა სწორედ ამიტომ მიატოვეს საკუთარი ქვეყანა, გახდნენ დევნილები, რომ სარწმუნოება არ შეეცვალათ, საკუთარი ადათ-წესები და ტრადიციები შეენარჩუნებინათ, რასაც, უამრავი ბავშვისა და ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“. 

დღეს, 100 წლის მერე, ისტორია მეორდება. უკვე სამი წელია, ერაყში მცხოვრები ეზიდები სიცოცხლისთვის იბრძვიან. ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა ქვეყნის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას დანგრეული და განადგურებული ტერიტორიების, უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, ტყვედ წაყვანილი ქალების, უამრავი დევნილის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, საერთაშორისო ადვოკატმა ამალ ქლუნიმ მსოფლიო საზოგადოებას მიმართა: „მე, როგორც გაეროს მხარდამჭერს, მრცხვენია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია გენოციდის აღმოფხვრა; მე, როგორც იურისტს, მრცხვენია მართლმსაჯულების არარსებობის გამო; მე, როგორც ქალს, მრცხვენია, რომ გოგონებს ყიდიან და იყენებენ, საბრძოლო მოედნად; საშინელებაა, მოისმინო ამ გოგონების ამბავი და გააცნობიერო, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ; მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, მაგრამ მე,  როგორც ადამიანს, მრცხვენია, რომ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ მათ ყვირილს, დახმარებას რომ ითხოვენ...“

ბასე ჯაფაროვა თვლის, რომ „ომი, პირველ რიგში, ტერიტორიის გამოა. მდიდარი ადგილია, სადაც მოიპოვება ნავთობი და ოქრო. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ტყვედ წაყვანილმა არაერთმა გოგონამ თავი მოიკლა. ბევრი ისევ ტყვედ არის. ეზიდური დამწერლობა, კულტურა, თუ რამე არსებობდა, ყველაფერს ანადგურებენ და იტაცებენ“.

ბასე ჯაფაროვას საქართველოში პრობლემები არასდროს ჰქონია. ყოველთვის მრავალი მეგობარი ჰყავდა. ცუდს ვერაფერს იხსენებს ვერც 90-იანი წლებიდან, როცა საქართველოში ეთნიკური ნიშნით, ადამიანების გარჩევა დაიწყო და ისე, როგორც სხვა ეთნიკური წარმომადგენლები, იეზიდების არაერთი ოჯახი საქართველოდან წავიდა. ამბობს, რომ მათი წასვლა საქართველოდან ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გამოიწვია: „მე მრავალეროვან საქართველოში გავიზარდე, სადაც ყველა მეგობრულად ვცხოვრობდით. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობდით. ვეცნობოდით ერთმანეთის კულტურას და წეს-ჩვეულებებს.

13 წელი მუსკომედიის და მეტეხის თეატრებში ვიმუშავე, თავისუფალ დროს გობელენებს ვქსოვდი. ამ მხრივ ბედნიერი ვარ. ათი წელი ვიცხოვრე საბერძნეთში, მაგრამ საქართველოსადმი ნოსტალგიამ უკან დამაბრუნა. იმ პერიოდის ჩემს შემოქმედებაშიც საქართველოს ნოსტალგიაა გადმოცემული. აქ სხვა სიყვარული და სითბოა, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე აღარ არსებობს“.  
  
საბერძნეთში საქართველო ენატრებოდა, საქართველოში კი, საკუთარ ქვეყანაში თუნდაც ერთხელ მოხვედრაზე დღემდე ოცნებობს. პირდებოდნენ გამოფენის გაკეთებასაც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა: „ერაყიდან საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ ეზიდები, თუნდაც ხილს რომ შეჭამდნენ, ამბობდნენ, ჩვენს მიწაზე უფრო ტკბილი და გემრიელიაო. ვუყურებდი მათ, ვფიქრობდი და ჩემთვის ვნატრობდი, ნეტა ერთხელ დამანახვა, საიდან არის ჩემი მამა-პაპა. თუმცა, ალბათ, მუდმივად იქაც ვერ ვიცხოვრებდი. მე ახლა საქართველოს გარდა, სხვა სამშობლო ვერ წარმომიდგენია“.

ბასე ჯაფაროვას ძალიან მოსწონს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო კარგად აზროვნებს, უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალია. მაგრამ, გული სწყდება, რომ ეზიდი ახალგაზრდები საკუთარ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ივიწყებენ. მისი შემოქმედების მთავარი თემაც სწორედ ამიტომ გახდა ეზიდური კულტურა. 

„ყველაზე კარგად ბავშვობიდან ჩემი მშობლების ლოცვა მახსოვს. აღმოსავლეთისკენ დადგებოდნენ და ლოცულობდნენ: 72 ნაციონალ ერს გაუმართლე ცხოვრებაში და მათთან ერთად ჩვენც კარგად გვამყოფე. ლმობიერება, სიყვარული, პატივისცემა, მორიდება, -ყველაფერი იყო მათში. ჩვენ, ეს გვინდა თუ არ გვინდა, მოგვყვება. დღევანდელი ახალგაზრდობა კი, ძალიან შეიცვალა. უმრავლესობას არ აინტერესებს საკუთარი ენაც კი. გისმენენ, მაგრამ არ აინტერესებთ. იცით, თითქოს თაობებს შორის გაწყდა კავშირი. დრო მალე გარბის, სხვა პრიორიტეტები და ღირებულებები გაჩნდა.

ნელ-ნელა ქრება ჩვენი ტრადიციული ქორწილი, სადაც ყველა ეზიდური კულტურისთვის დამახასიათებელ ტანსაცმელში მიდიოდა. უამრავი ხალხი მოდიოდა მხოლოდ ამ ტანსაცმლის, პატარძლის, ეზიდური ცეკვის სანახავად. დღეს კი ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ოჯახებშია შემორჩენილი, სადაც უფროსი თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია. მე კი, მენატრება ეს ყველაფერი და ვცდილობ, ნოსტალგია ჩემს შემოქმედებაში გადავიტანო. იქნებ, ასე მაინც შემორჩეს სამყაროს ეზიდური კულტურა“.

ორი წელია ვარკეთილში ეზიდური სალოცავი და კულტურის სახლი აშენდა. დღეს, ბასე ჯაფაროვას და საქართველოში მცხოვრები ეზიდი ხალხის ერთადერთი იმედი ეს ადგილია. ბასე ჯაფაროვა კულტურის სახლში ბავშვებს ხატვას ასწავლის. აქვეა, ეზიდური ცეკვის წრეც.

„რაც სალოცავი და კულტურის სახლი აშენდა, ნელ-ნელა ვაკოწიწებთ ჩვენს ხალხს და მოდიან კიდეც. მათ შორის, არიან ახალგაზრდებიც. ჯერ მოზარდებში კიდევ არის ინტერესი, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა. პირველად ტაძარში შემყავს ბავშვები, რადგან რაც არ უნდა წაუკითხო და მოუთხრო, არაფერი გამოვა, თუ ის სულიერება არ იგრძნეს, რაც მათ რელიგიაში და  კულტურაში არსებობს. არის რაღაცები, რაც არ უნდა დაკარგო. თუ ადამიანმა ერთ რწმენაზე თქვა უარი, ის სხვა რწმენაზეც უარს იტყვის. ის დაკარგული ხალხია...“

მედიასაშუალება ezidi.news-ის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოში, როცა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ქალაქი შანგალი დაიკავეს, დაახლოებით ექვსი ათასამდე ეზიდი, მათ შორის ქალები და ბავშვები ტყვედ აიყვანეს. ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, დღემდე სამი ათასამდე ეზიდი ქალი და ბავშვი ტყვედ იმყოფება, რომელთა ბედიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

„ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, სიყვარული და ერთიანობაა. ეზიდები ძალიან ძლიერი, მებრძოლი ხალხია და ერთიანობის გრძნობა რომ გვქონდეს, ალბათ, არც ამდენი პრობლემა გვექნებოდა“, - ამბობს ბასე ჯაფაროვა.

მზევინარ ხუციშვილი

P.S. სურვილისამებრ ვაზიარებთ. არ ვგლიჯავთ ტექსტს. სააგენტოები, საიტები არ „ვაკოპირებთ“...











четверг, 6 октября 2016 г.

Старые мосты в новом формате



Каждая встреча журналистов из Южного Кавказа почти всегда начинается с одной фразы: Мы народы, живущие на Кавказе, но совсем не знающие друг друга. Уже не могу сосчитать, сколько раз я это слышала.

К сожалению, мы грузины забыли одно, что после распада Советского союза мы получили независимость, но не изменили географический ареал. Грузия всегда была, есть и будет в составе Кавказа, и этого никто и ничто не может изменить: ни Европейский союз, ни НАТО, ни обвинения в том, что мы участвуем в разных мероприятиях. К счастью, об этом помнят другие люди и, не позволяют нам забыть, что каждый шаг, который меняет ситуацию на Кавказе, касается и Грузии. Поэтому любая встреча не только нужна, но и очень важна. Очередная такая встреча с журналистами из стран Южного Кавказа состоялась в городе Сочи, где прямо из аэропорта выходишь на улицу «Мира».

Международный южнокавказский медиафорум Сочи

Международный южнокавказский медиафорум «Современные медиа: создание иллюзий или отражение реальности?» был организован политологическим центром "Север-Юг" по развитию информационных и научных связей со странами Кавказского региона при поддержке Межгосударственного фонда гуманитарного сотрудничества государств-участников СНГ и общероссийской общественной организации "Российский союз молодежи". К участию в форуме были приглашены молодые журналисты и руководители медиа-ресурсов Азербайджана, Армении, Грузии и России.

Целью проекта было формирование постоянных профессиональных контактов между представителями масс-медиа государств Южного Кавказа и России, ориентированных на бесконфликтное и объективное освещение узловых региональных проблем, развитие общего гуманитарного пространства, укрепление межкультурного диалога, традиций добрососедства, взаимопонимания и взаимодействия представителей молодого поколения этих государств.

Программой форума было предусмотрено проведение лекций, дискуссионных панелей и тренингов по актуальным аспектам и перспективным трендам развития медиарынка. Были рассмотрены принципы работы медиа в социальных сетях, технологии формирования общественного мнения, особенности работы с национальным контентом. В качестве спикеров в мероприятиях форума выступили известные эксперты-политологи, журналисты-международники, руководители ведущих медиа-холдингов России.

Конечно, встречи с журналистами и медиа-тренерами были интересными, но во всех странах большой проблемой остаются межэтнические отношения и национальный вопрос, который, как и многие другие недуги, создан искусственно. Поэтому встреча с  председателем Гильдии межэтнической журналистики, советником директора по связям с общественностью ГРК «Радио России» Маргаритой Лягне оказалась неожиданным сюрпризом.

И, как выяснилось, в освещении этой темы зачастую не обходится без перегибов, нарушений принципов этики и толерантности. Более того, в настоящее время в интерпретации этой тонкой сферы отношений прогрессирует опасная тенденция – национальная тематика нередко отождествляется и подменяется угрозой терроризма и экстремизма.

В целях преодоления этих изъянов Гильдией межэтнической журналистики при поддержке Федерального агентства по делам национальностей России проводится ставший уже традиционным Всероссийский конкурс средств массовой информации «СМИротворец» на лучшее освещение вопросов межнациональных и этноконфессиональных отношений.

Как отметила М.Лягне, цели конкурса – поощрение профессиональной деятельности журналистов, освещающих жизнь, культуру, традиции народов многонациональной России, вопросы этнокультурного развития и взаимодействия народов, деятельность российского государства и институтов гражданского общества по укреплению единства российской нации.

Еще одной важной темой стала дискуссионная панель «Новые информационные войны: методы и технологии», ведущей которой выступил директор компании по маркетинговым и социологическим исследованиям «Research & Branding Group» Евгений Копатько. Он представил обширное социологическое исследование о ситуации в Украине.

Рассказывая о «полевых» исследованиях на Украине, он обратил внимание на то, что уровень политизации украинского общества в настоящее время очень высок – за развитием политических процессов в стране следит подавляющее большинство граждан. На этом фоне, однако, вовлеченность людей в реальную политическую деятельность, напротив, крайне низка.  Причина подобного дисбаланса банальна, в социологическом исследовании Е.Копатько она обозначена просто – «страх».

Нынешняя ситуация в стране определяется следующими трендами: тревожность, растерянность, доминирование негативных ожиданий. Социальное самочувствие граждан вписывается в определение «общество пессимизма».

При этом, отметил эксперт, усугубляет положение тотальное недоверие населения к власти. По данным свежих соцопросов, Порошенко доверяют лишь 15% граждан, в то время, как 70% выражают недовольство его политикой.

В ходе дискуссии была предпринята попытка ответить на вопросы: насколько новые независимые государства самостоятельны в принятии решений? Насколько они зависят друг от друга? Насколько на них влияют внешние факторы?

«Для меня в политике фактор субъектности имеет первостепенное значение. Какие бы декларации, какие бы заявления властей, которые представляют сейчас национальные элиты во всех странах постсоветского пространства ни звучали, самое главное – возможность принимать самостоятельные решения и нести за них ответственность, » - констатировал Е.Копатько.

Дискуссия по актуальной теме получила развитие и в ходе круглого стола  «Современные медиа: создание иллюзий или отражение реальности?».

Участники медиафорума рассмотрели вопросы взаимодействия СМИ и власти в освещении наиболее острых проблем общества, критерии «свободы творчества», объективности и достоверности информации, аспекты соблюдения журналистской этики и другие темы.

Звучит довольно цинично, но средствам массовой информации, куда интереснее война, чем мир. И пока они не поймут, что работать и думать о своем рейтинге не журналистика, проблемы останутся прежними.

Политологический Центр «Север-Юг»

«Мы пытаемся, несмотря на все трудности, построить общекавказский мост – сформировать условия для коммуникаций, профессионального общения между молодыми журналистами стран региона. Не только, кстати, Южного Кавказа. Очень скоро в Екатеринбурге пройдет аналогичная Школа для молодых журналистов из стран Центральной Азии.

Мы не пытаемся заниматься пропагандой российской журналистки – высокий профессиональный уровень наших спикеров и есть гарантия интереса к такого рода встречам со стороны ведущих изданий стран региона. В сочинском мероприятии принимали участие молодые журналисты и политологи, которые уже в пятый раз становятся «учениками» Школы ПЦСЮ, Думаю, что это лучшее доказательство привлекательности и актуальности данного проекта для наших друзей и партнеров.

Почему Сочи?

Мы не в первый раз выбираем Сочи как оптимальную площадку для встречи журналистов из стран Южного Кавказа. Благодаря поддержке Межгосударственного фонда гуманитарного сотрудничества в течение последних нескольких лет мы неоднократно организовывали в разных форматах диалог журналистов из Азербайджана, Армении, Грузии. И в этот раз мероприятие стало возможным в результате усилий наших партнеров из МФГС. За что им огромное спасибо! Еще одним партнером нашей Школы стал Российский союз молодежи.

Напомню, что еще в конце 2011 года здесь уже проходила Школа молодых журналистов, которую открывал мэр Сочи, а в качестве спикеров были приглашены знаменитая Ирина Роднина, известные спортивные журналисты и обозреватели. Школа-2011 была посвящена предстоящей, на тот момент,  зимней Олимпиаде, а Школа-2016 проходит в год другого знакового события – 25-летия СНГ.

На сочинской площадке мы сумели сформировать устойчивые организационные связи, контакты с ведущими вузами города. Большой плюс, что в этом году в Дагомысе будут заседать Союз журналистов России, и благодаря усилиям нашего большого друга журналиста Кирилла Привалова нашу Школу посетят ведущие российские мастера пера», - рассказала исполнительный директор Политологического центра «Север - Юг» Анжелика Трапезникова.

Мзевинар Хуцишвили











пятница, 29 июля 2016 г.

74 ათას ქულად შეფასებული სიღატაკე




„ვახ, როგორ ხარ ქალაქელო?“ - მომიკითხავდა სოფელში ჩასულს ცირა და გააგრძელებდა, - „მე კარგად ვარ. აბა, როგორ ვიქნებით, შრომაში, როგორც სოფლელებს შეგვეფერება...“ მერე, სოფლის ამბებს მიყვებოდა: ვინ გათხოვდა, ვინ ცოლი მოიყვანა, ვინ ქალაქში წავიდა საცხოვრებლად, რომელ ოჯახს რა პრობლემა ჰქონდა, თუმცა არასდროს ლაპარაკობდა საკუთარი ოჯახის პრობლემებზე და პირად ცხოვრებაზე. მეც ვიჯექი და ვუსმენდი ცირას ენაგატეხილ ლაპარაკს. ხან მეღიმებოდა, ხან ვეკითხებოდი, ძირითადად ვეთანხმებოდი, მაგრამ არასდროს არ ვეკამათებოდი. ვიცოდი, რომ ცირამ ქვების სროლა იცოდა. რაც მთავარია, ლაპარაკის დროს აუცილებლად თვალებში ვუყურებდი. ცირა ახლაც რომ გელაპარაკება თვალებში გიყურებს, თითქოს გამოწმებს რას ფიქრობ, ხომ არ დასცინი.

ცირამ მხოლოდ რვა კლასი დაამთავრა. საშუალო სკოლა ქარელის რაიონის საზღვრისპირა სოფელ თამარაშენში არ არის. ბავშვები სკოლას მოსაზღვრე სოფლებში ამთავრებენ, სადაც ძირითადად ფეხით დადიან. ცირას ერთადერთი ფეხსაცმელი კი ზამთარ- ზაფხულ კალოში იყო, ტანსაცმელი კი ნაჩუქარი. თუმცა, მისი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობა იყო.

ცირას ოჯახის წევრებს - ძმას და მშობლებს ვიცნობდი, მაგრამ მის ოჯახში წელს პირველად ვიყავი. თითქმის ათი წლის უნახავი ცირა, წელს ვნახე. სოფელში ჩასულს არსად არ შემხვდა, მაგრამ არც მისი ძებნა დამჭირდა. მთელი სოფელი მხოლოდ ცირას ოჯახურ პრობლემებზე ლაპარაკობს. ლაპარაკობენ როგორ და რატომ არ დაუნიშნეს მის ოჯახს სოციალური დახმარება.

ცირას დედას - ზეინაბ კაჟაშვილს უკვე ოთხი წელია დიაბეტი აქვს, მამას ცისტიტის მწვავე ფორმა, ძმას დიაბეტი და ჰეპატიტი, ცირას ბავშვობიდან ფსიქოლოგიური პრობლემები. მათი ერთადერთი შემოსავალი კი ცირას მშობლების პენსია - 300 ლარია. მათ საკუთრებაშია რვა მეასედი კარ-მიდამო, 65 მეასედი ნაკვეთი და ხუთი ქათამი. მათ ეგრეთ წოდებულ სახლში კი ისე წვიმს, როგორც გარეთ. სოციალური აგენტის სტუმრობის შემდეგ, ცირას ოჯახმა 74 ათასი ქულა მიიღო.

„შაქრის ანალიზი რომ გამიკეთეს, 400 მქონდა. ექიმი ინსულინს ნიშნავდა, მაგრამ ნემსის მეშინია. ამიტომ, ჩვენი პენსია მხოლოდ, ჩემს წამლებში არ გვყოფნის. ჩემი მეუღლე ვერ მიდის ექიმთან. რა აზრი აქვს ექიმთან მისვლას, როცა წამლებს ვერ ვიყიდით. ორივე ცოლ-ქმარი დაუძლურებულები ვართ. მუშაობა არ შეგვიძლია. გოგო (ცირა) რომ არ გვყავდეს სახლში, აქამდე ცხრაჯერ იქნებოდა ჩემი საფლავი „გაკრასკული“. ვერც ვხედავ, ხან წაღმა ვიცმემ ტანსაცმელს და ხან უკუღმა. მე არავისი არ მშურს და არ მეხარბება, ჩვენ კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობთ და დახმარება ყველას უნდა გვქონდეს, მაგრამ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახები იღებენ დახმარებას. თბილისში რომ ჩავედი, მითხრეს: - თქვენ აღრიცხვაზე ხართ, როგორც ღარიბი-ღატაკი. მაღალი ქულები რომ მოგვივიდა, უნდა გამესაჩივრებინა, მაგრამ გოგომ მითხრა, დედა გადაგვემტერებიანო და თავი შევიკავე ...“ - ამბობს ზეინაბ კაჟაშვილი.

ცირას ძმა ირაკლი კაჟაშვილი სამხედრო სამსახურში კონტრაქტზე მხოლოდ რამდენიმე თვე იყო. დიაბეტი რომ აღმოაჩნდა, სამსახურიდან გამოუშვეს. მანამდე კი, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა. მოგვიანებით ჰეპატიტიც აღმოაჩნდა. ახლა ირაკლი სამ შვილთან ერთად მეუღლის ოჯახში ცხოვრობს. მშობლებმა საქონელი მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაყიდეს.

„ცოლის სამშობლოში ზის. სამი ბიჭი ყავს. აქვს ჰეპატიტის ფორმა, რომელიც არ იკურნება და შაქარი. 2008 წლის ომში იყო. კონტრაქტიდან დაითხოვეს იმიტომ, რომ ავადმყოფია. მოვიდნენ, მოიყვანონ ვინც უნდათ და გაგვსინჯონ, ყველას ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს. სოციალური აგენტი ნათია, რომ მოვიდა, მეზობლებს დავუძახეთ, მაგრამ არავინ არ შემოუშვა. რა ჩაწერა არც კი გვანახა და რაზე მოგვაწერინა ხელი არ ვიცით. სარდაფს ჩააცივდა, სარდაფი გაქვთო. ცარიელია ის სარდაფი და რად მინდა.

საქონელი გავყიდე, რომ ბავშვს მაინც ემკურნალა. სამი შვილი ყავს, ვერ მუშაობს და ხელის შეწყობა ხომ უნდოდა...“ - ამბობს ზეინაბ კაჟაშვილი.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში დახმარებას 33 ოჯახი, ანუ 113 პირი იღებს. ქვეყნის მასშტაბით დახმარებას იღებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 12-13 %... სოფელ თამარაშენში კი დახმარების მიმღებია ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 43 %, რომელთა შორის ვერ მოხვდა კაჟაშვილების „ღარიბი-ღატაკი“ ოჯახი.

სოციალური დახმარების ქულათა მინიჭების ახალი მეთოდოლოგია, რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და სიღარიბის ტენდენციები,  ძალაში 2015 წლის მაისში შევიდა და ოჯახების გადამოწმება ახალი წესით დაიწყო. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, „ოჯახის  შეფასებისას  მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოჯახის შემოსავალდა  პოტენციურად  შემოსავლის მომტან ქონებას.

რეფორმა მთელს საქართველოში ერთნაირად ამოქმედდება. კონფლიქტის ზონის საზღვრისპირა სოფლების ადგილობრივი მოსახლეობა კი თვლის, რომ სასაზღვრო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალური დახმარება ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. რადგან კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. სოფლების დიდმა ნაწილმა 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ დაკარგა წვდომა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე და საძოვრებზე, რაც მათი შინამეურნეობის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. იმ სოფლებში სადაც მიწა აქვთ, ჯერ ისევ პრობლემაა სარწყავი წყალი. მართალია, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გატარდა, როგორიცაა გაზიფიკაცია, ჭაბურღილების მშენებლობა, გზების, სკოლებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცია, თუმცა, ძირითად პრობლემად დღეისთვის რჩება შემოსავლის არ ქონა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამოკიდებულს ხდის სახელმწიფო დახმარებებზე, მათ შორის პენსიასა და საარსებო შემწეობაზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ: სოციალურად დაუცველთათვის სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგია  მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული საჭიროებების გამო შემუშავდა. ამ პროგრამაში ცალკე  რომელიმე რეგიონის გამოყოფა, მართებული არ იქნებოდა, რადგან პროგრამამ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოიცვასრომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება.

მოსახლეობა კი თვლის, რომ ოჯახებისთვის ქულების მინიჭება უსამართლოდ ხდება. კაჟაშვილების ოჯახი ერთადერთი და გამონაკლისი არ არის, ვინც სოციალური დახმარების პროგრამაში ვერ მოხვდა. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება სხვა გამყოფი ხაზის სოფლებშიც. მოსახლეობა უნდობლობას სოციალური აგენტების მიმართ გამოხატავს, რადგან ოჯახების აღწერას ისინი აკეთებენ და ინფორმაციას გადასცემენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს. ქულას კი პროგრამა ანუ კომპიუტერი ითვლის. მოსახლეობა თვლის, რომ სოციალური აგენტების დახმარებით და ხელშეწყობით, დახმარებას ის ოჯახები იღებენ, რომლებსაც არ ეკუთვნით, ამიტომ დახმარების გარეშე რჩებიან უკიდურესად ღარიბი ოჯახები.

მზევინარ ხუციშვილი

P.S. სურვილისამებრ ვაზიარებთ. არ ვგლიჯავთ ტექსტს. სააგენტოები, საიტები არ „ვაკოპირებთ“...