воскресенье, 30 октября 2016 г.

ერთიანობა - გადარჩენის ერთადერთი იმედი



ერაყი, ლალიშის სალოცავთან, მდინარის ორი მხარე: ერთ მხარეს ტყვედ წაყვანილი, შავებში ჩაცმული, ჯაჭვით გადაბმული გოგონები არიან. მეორე მხარეს დღესასწაულის შემდეგ, ლალიშის სალოცავიდან გამოსული, თეთრებში ჩაცმული ხალხი ტყვედ წაყვანილი გოგონებისთვის ლოცულობს და მზეს სთხოვს მათ გადარჩენას.

გობელინში შესრულებული ეს ნამუშევარი, საქართველოში მცხოვრებ ეზიდ მხატვარს, ბასე ჯაფაროვას ეკუთვნის. თუმცა, ეს ერთადერთი ნამუშევარი არ არის, რომელშიც ომია გადმოცემული. უკვე რამდენიმე წელია, მხატვრის აბსტრაქციული ნამუშევრები ეზიდურმა კულტურამ და ომის თემამ შეცვალა. ომმა, რომელიც მხატვრის შემოქმედებაში არის ნაცრისფერიც და ფერადიც: „ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ვინერვიულე და ბევრი ნამუშევარი შევქმენი. ნამუშევრებში, დევნილებს ეზიდური კულტურისთვის დამახასიათებელ ფერად ტანსაცმელს ვაცმევ, რაც იმედს მაძლევს, რომ ოდესმე აუცილებლად დასრულდება ეს საშინელება“, - ამბობს ბასე ჯაფაროვა.

ბასე ჯაფაროვა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მისი სამშობლო საქართველოა, მაგრამ ის იმ ხალხის შთამომავალია, რომელმაც საუკუნის წინ უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე და საკუთარი, ეზიდური კულტურის შესანარჩუნებლად საქართველოში ჩამოვიდა. „იცით, ეზიდურ კულტურაში ასეა, თუ არ იცავ რელიგიას, არ ხარ ეზიდი. არ შეიძლება სისხლის აღრევა. ჩვენმა წინაპრებმა სწორედ ამიტომ მიატოვეს საკუთარი ქვეყანა, გახდნენ დევნილები, რომ სარწმუნოება არ შეეცვალათ, საკუთარი ადათ-წესები და ტრადიციები შეენარჩუნებინათ, რასაც, უამრავი ბავშვისა და ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“. 

დღეს, 100 წლის მერე, ისტორია მეორდება. უკვე სამი წელია, ერაყში მცხოვრები ეზიდები სიცოცხლისთვის იბრძვიან. ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა ქვეყნის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას დანგრეული და განადგურებული ტერიტორიების, უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, ტყვედ წაყვანილი ქალების, უამრავი დევნილის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, საერთაშორისო ადვოკატმა ამალ ქლუნიმ მსოფლიო საზოგადოებას მიმართა: „მე, როგორც გაეროს მხარდამჭერს, მრცხვენია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია გენოციდის აღმოფხვრა; მე, როგორც იურისტს, მრცხვენია მართლმსაჯულების არარსებობის გამო; მე, როგორც ქალს, მრცხვენია, რომ გოგონებს ყიდიან და იყენებენ, საბრძოლო მოედნად; საშინელებაა, მოისმინო ამ გოგონების ამბავი და გააცნობიერო, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ; მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, მაგრამ მე,  როგორც ადამიანს, მრცხვენია, რომ ჩვენ ყურს არ ვუგდებთ მათ ყვირილს, დახმარებას რომ ითხოვენ...“

ბასე ჯაფაროვა თვლის, რომ „ომი, პირველ რიგში, ტერიტორიის გამოა. მდიდარი ადგილია, სადაც მოიპოვება ნავთობი და ოქრო. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ტყვედ წაყვანილმა არაერთმა გოგონამ თავი მოიკლა. ბევრი ისევ ტყვედ არის. ეზიდური დამწერლობა, კულტურა, თუ რამე არსებობდა, ყველაფერს ანადგურებენ და იტაცებენ“.

ბასე ჯაფაროვას საქართველოში პრობლემები არასდროს ჰქონია. ყოველთვის მრავალი მეგობარი ჰყავდა. ცუდს ვერაფერს იხსენებს ვერც 90-იანი წლებიდან, როცა საქართველოში ეთნიკური ნიშნით, ადამიანების გარჩევა დაიწყო და ისე, როგორც სხვა ეთნიკური წარმომადგენლები, იეზიდების არაერთი ოჯახი საქართველოდან წავიდა. ამბობს, რომ მათი წასვლა საქართველოდან ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გამოიწვია: „მე მრავალეროვან საქართველოში გავიზარდე, სადაც ყველა მეგობრულად ვცხოვრობდით. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობდით. ვეცნობოდით ერთმანეთის კულტურას და წეს-ჩვეულებებს.

13 წელი მუსკომედიის და მეტეხის თეატრებში ვიმუშავე, თავისუფალ დროს გობელენებს ვქსოვდი. ამ მხრივ ბედნიერი ვარ. ათი წელი ვიცხოვრე საბერძნეთში, მაგრამ საქართველოსადმი ნოსტალგიამ უკან დამაბრუნა. იმ პერიოდის ჩემს შემოქმედებაშიც საქართველოს ნოსტალგიაა გადმოცემული. აქ სხვა სიყვარული და სითბოა, რომელიც სხვა ქვეყნებში უკვე აღარ არსებობს“.  
  
საბერძნეთში საქართველო ენატრებოდა, საქართველოში კი, საკუთარ ქვეყანაში თუნდაც ერთხელ მოხვედრაზე დღემდე ოცნებობს. პირდებოდნენ გამოფენის გაკეთებასაც, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა: „ერაყიდან საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ ეზიდები, თუნდაც ხილს რომ შეჭამდნენ, ამბობდნენ, ჩვენს მიწაზე უფრო ტკბილი და გემრიელიაო. ვუყურებდი მათ, ვფიქრობდი და ჩემთვის ვნატრობდი, ნეტა ერთხელ დამანახვა, საიდან არის ჩემი მამა-პაპა. თუმცა, ალბათ, მუდმივად იქაც ვერ ვიცხოვრებდი. მე ახლა საქართველოს გარდა, სხვა სამშობლო ვერ წარმომიდგენია“.

ბასე ჯაფაროვას ძალიან მოსწონს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო კარგად აზროვნებს, უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალია. მაგრამ, გული სწყდება, რომ ეზიდი ახალგაზრდები საკუთარ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ივიწყებენ. მისი შემოქმედების მთავარი თემაც სწორედ ამიტომ გახდა ეზიდური კულტურა. 

„ყველაზე კარგად ბავშვობიდან ჩემი მშობლების ლოცვა მახსოვს. აღმოსავლეთისკენ დადგებოდნენ და ლოცულობდნენ: 72 ნაციონალ ერს გაუმართლე ცხოვრებაში და მათთან ერთად ჩვენც კარგად გვამყოფე. ლმობიერება, სიყვარული, პატივისცემა, მორიდება, -ყველაფერი იყო მათში. ჩვენ, ეს გვინდა თუ არ გვინდა, მოგვყვება. დღევანდელი ახალგაზრდობა კი, ძალიან შეიცვალა. უმრავლესობას არ აინტერესებს საკუთარი ენაც კი. გისმენენ, მაგრამ არ აინტერესებთ. იცით, თითქოს თაობებს შორის გაწყდა კავშირი. დრო მალე გარბის, სხვა პრიორიტეტები და ღირებულებები გაჩნდა.

ნელ-ნელა ქრება ჩვენი ტრადიციული ქორწილი, სადაც ყველა ეზიდური კულტურისთვის დამახასიათებელ ტანსაცმელში მიდიოდა. უამრავი ხალხი მოდიოდა მხოლოდ ამ ტანსაცმლის, პატარძლის, ეზიდური ცეკვის სანახავად. დღეს კი ეს ყველაფერი მხოლოდ იმ ოჯახებშია შემორჩენილი, სადაც უფროსი თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია. მე კი, მენატრება ეს ყველაფერი და ვცდილობ, ნოსტალგია ჩემს შემოქმედებაში გადავიტანო. იქნებ, ასე მაინც შემორჩეს სამყაროს ეზიდური კულტურა“.

ორი წელია ვარკეთილში ეზიდური სალოცავი და კულტურის სახლი აშენდა. დღეს, ბასე ჯაფაროვას და საქართველოში მცხოვრები ეზიდი ხალხის ერთადერთი იმედი ეს ადგილია. ბასე ჯაფაროვა კულტურის სახლში ბავშვებს ხატვას ასწავლის. აქვეა, ეზიდური ცეკვის წრეც.

„რაც სალოცავი და კულტურის სახლი აშენდა, ნელ-ნელა ვაკოწიწებთ ჩვენს ხალხს და მოდიან კიდეც. მათ შორის, არიან ახალგაზრდებიც. ჯერ მოზარდებში კიდევ არის ინტერესი, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა. პირველად ტაძარში შემყავს ბავშვები, რადგან რაც არ უნდა წაუკითხო და მოუთხრო, არაფერი გამოვა, თუ ის სულიერება არ იგრძნეს, რაც მათ რელიგიაში და  კულტურაში არსებობს. არის რაღაცები, რაც არ უნდა დაკარგო. თუ ადამიანმა ერთ რწმენაზე თქვა უარი, ის სხვა რწმენაზეც უარს იტყვის. ის დაკარგული ხალხია...“

მედიასაშუალება ezidi.news-ის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოში, როცა ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ქალაქი შანგალი დაიკავეს, დაახლოებით ექვსი ათასამდე ეზიდი, მათ შორის ქალები და ბავშვები ტყვედ აიყვანეს. ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, გაეროს მონაცემებით, დღემდე სამი ათასამდე ეზიდი ქალი და ბავშვი ტყვედ იმყოფება, რომელთა ბედიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

„ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, სიყვარული და ერთიანობაა. ეზიდები ძალიან ძლიერი, მებრძოლი ხალხია და ერთიანობის გრძნობა რომ გვქონდეს, ალბათ, არც ამდენი პრობლემა გვექნებოდა“, - ამბობს ბასე ჯაფაროვა.

მზევინარ ხუციშვილი

P.S. სურვილისამებრ ვაზიარებთ. არ ვგლიჯავთ ტექსტს. სააგენტოები, საიტები არ „ვაკოპირებთ“...











четверг, 6 октября 2016 г.

Старые мосты в новом формате



Каждая встреча журналистов из Южного Кавказа почти всегда начинается с одной фразы: Мы народы, живущие на Кавказе, но совсем не знающие друг друга. Уже не могу сосчитать, сколько раз я это слышала.

К сожалению, мы грузины забыли одно, что после распада Советского союза мы получили независимость, но не изменили географический ареал. Грузия всегда была, есть и будет в составе Кавказа, и этого никто и ничто не может изменить: ни Европейский союз, ни НАТО, ни обвинения в том, что мы участвуем в разных мероприятиях. К счастью, об этом помнят другие люди и, не позволяют нам забыть, что каждый шаг, который меняет ситуацию на Кавказе, касается и Грузии. Поэтому любая встреча не только нужна, но и очень важна. Очередная такая встреча с журналистами из стран Южного Кавказа состоялась в городе Сочи, где прямо из аэропорта выходишь на улицу «Мира».

Международный южнокавказский медиафорум Сочи

Международный южнокавказский медиафорум «Современные медиа: создание иллюзий или отражение реальности?» был организован политологическим центром "Север-Юг" по развитию информационных и научных связей со странами Кавказского региона при поддержке Межгосударственного фонда гуманитарного сотрудничества государств-участников СНГ и общероссийской общественной организации "Российский союз молодежи". К участию в форуме были приглашены молодые журналисты и руководители медиа-ресурсов Азербайджана, Армении, Грузии и России.

Целью проекта было формирование постоянных профессиональных контактов между представителями масс-медиа государств Южного Кавказа и России, ориентированных на бесконфликтное и объективное освещение узловых региональных проблем, развитие общего гуманитарного пространства, укрепление межкультурного диалога, традиций добрососедства, взаимопонимания и взаимодействия представителей молодого поколения этих государств.

Программой форума было предусмотрено проведение лекций, дискуссионных панелей и тренингов по актуальным аспектам и перспективным трендам развития медиарынка. Были рассмотрены принципы работы медиа в социальных сетях, технологии формирования общественного мнения, особенности работы с национальным контентом. В качестве спикеров в мероприятиях форума выступили известные эксперты-политологи, журналисты-международники, руководители ведущих медиа-холдингов России.

Конечно, встречи с журналистами и медиа-тренерами были интересными, но во всех странах большой проблемой остаются межэтнические отношения и национальный вопрос, который, как и многие другие недуги, создан искусственно. Поэтому встреча с  председателем Гильдии межэтнической журналистики, советником директора по связям с общественностью ГРК «Радио России» Маргаритой Лягне оказалась неожиданным сюрпризом.

И, как выяснилось, в освещении этой темы зачастую не обходится без перегибов, нарушений принципов этики и толерантности. Более того, в настоящее время в интерпретации этой тонкой сферы отношений прогрессирует опасная тенденция – национальная тематика нередко отождествляется и подменяется угрозой терроризма и экстремизма.

В целях преодоления этих изъянов Гильдией межэтнической журналистики при поддержке Федерального агентства по делам национальностей России проводится ставший уже традиционным Всероссийский конкурс средств массовой информации «СМИротворец» на лучшее освещение вопросов межнациональных и этноконфессиональных отношений.

Как отметила М.Лягне, цели конкурса – поощрение профессиональной деятельности журналистов, освещающих жизнь, культуру, традиции народов многонациональной России, вопросы этнокультурного развития и взаимодействия народов, деятельность российского государства и институтов гражданского общества по укреплению единства российской нации.

Еще одной важной темой стала дискуссионная панель «Новые информационные войны: методы и технологии», ведущей которой выступил директор компании по маркетинговым и социологическим исследованиям «Research & Branding Group» Евгений Копатько. Он представил обширное социологическое исследование о ситуации в Украине.

Рассказывая о «полевых» исследованиях на Украине, он обратил внимание на то, что уровень политизации украинского общества в настоящее время очень высок – за развитием политических процессов в стране следит подавляющее большинство граждан. На этом фоне, однако, вовлеченность людей в реальную политическую деятельность, напротив, крайне низка.  Причина подобного дисбаланса банальна, в социологическом исследовании Е.Копатько она обозначена просто – «страх».

Нынешняя ситуация в стране определяется следующими трендами: тревожность, растерянность, доминирование негативных ожиданий. Социальное самочувствие граждан вписывается в определение «общество пессимизма».

При этом, отметил эксперт, усугубляет положение тотальное недоверие населения к власти. По данным свежих соцопросов, Порошенко доверяют лишь 15% граждан, в то время, как 70% выражают недовольство его политикой.

В ходе дискуссии была предпринята попытка ответить на вопросы: насколько новые независимые государства самостоятельны в принятии решений? Насколько они зависят друг от друга? Насколько на них влияют внешние факторы?

«Для меня в политике фактор субъектности имеет первостепенное значение. Какие бы декларации, какие бы заявления властей, которые представляют сейчас национальные элиты во всех странах постсоветского пространства ни звучали, самое главное – возможность принимать самостоятельные решения и нести за них ответственность, » - констатировал Е.Копатько.

Дискуссия по актуальной теме получила развитие и в ходе круглого стола  «Современные медиа: создание иллюзий или отражение реальности?».

Участники медиафорума рассмотрели вопросы взаимодействия СМИ и власти в освещении наиболее острых проблем общества, критерии «свободы творчества», объективности и достоверности информации, аспекты соблюдения журналистской этики и другие темы.

Звучит довольно цинично, но средствам массовой информации, куда интереснее война, чем мир. И пока они не поймут, что работать и думать о своем рейтинге не журналистика, проблемы останутся прежними.

Политологический Центр «Север-Юг»

«Мы пытаемся, несмотря на все трудности, построить общекавказский мост – сформировать условия для коммуникаций, профессионального общения между молодыми журналистами стран региона. Не только, кстати, Южного Кавказа. Очень скоро в Екатеринбурге пройдет аналогичная Школа для молодых журналистов из стран Центральной Азии.

Мы не пытаемся заниматься пропагандой российской журналистки – высокий профессиональный уровень наших спикеров и есть гарантия интереса к такого рода встречам со стороны ведущих изданий стран региона. В сочинском мероприятии принимали участие молодые журналисты и политологи, которые уже в пятый раз становятся «учениками» Школы ПЦСЮ, Думаю, что это лучшее доказательство привлекательности и актуальности данного проекта для наших друзей и партнеров.

Почему Сочи?

Мы не в первый раз выбираем Сочи как оптимальную площадку для встречи журналистов из стран Южного Кавказа. Благодаря поддержке Межгосударственного фонда гуманитарного сотрудничества в течение последних нескольких лет мы неоднократно организовывали в разных форматах диалог журналистов из Азербайджана, Армении, Грузии. И в этот раз мероприятие стало возможным в результате усилий наших партнеров из МФГС. За что им огромное спасибо! Еще одним партнером нашей Школы стал Российский союз молодежи.

Напомню, что еще в конце 2011 года здесь уже проходила Школа молодых журналистов, которую открывал мэр Сочи, а в качестве спикеров были приглашены знаменитая Ирина Роднина, известные спортивные журналисты и обозреватели. Школа-2011 была посвящена предстоящей, на тот момент,  зимней Олимпиаде, а Школа-2016 проходит в год другого знакового события – 25-летия СНГ.

На сочинской площадке мы сумели сформировать устойчивые организационные связи, контакты с ведущими вузами города. Большой плюс, что в этом году в Дагомысе будут заседать Союз журналистов России, и благодаря усилиям нашего большого друга журналиста Кирилла Привалова нашу Школу посетят ведущие российские мастера пера», - рассказала исполнительный директор Политологического центра «Север - Юг» Анжелика Трапезникова.

Мзевинар Хуцишвили