вторник, 3 декабря 2019 г.

დაამშვიდეთ პირადი ინტერესები







რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის განცხადებამ, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, ქართველებში ისევ აზრთა სხვადასხვაობა და აღშფოთებაც კი, გამოიწვია. რატომ? რისი გვეშინია და რატომ გგვგონია, რომ მსგავსი ცენტრი, არ გვჭირდება? რატომ ვაყენებთ, პირველ ადგილზე პირად და არა, ქვეყნის ინტერესებს? კულტურა ხომ, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია.

კულტურა გვასწავლის ტოლერანტობას და ურთიერთგაგებას, რის გარეშეც კაცობრიობა ვერ იარსებებს. კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება, ნებისმიერ დროს აუცილებელია. რადგან დაძაბული პოლიტიკური ვითარება და ეკონომიკური პრობლემები ძირითადად, გაგების ნაკლებობის შედეგია. კულტურა ქმნის ადამიანებს შორის ნდობისა და სოლიდარობის გრძნობას, რაც ხალხს სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს. ხელოვნება აძლიერებს ადამიანებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრებას.

კულტურული პროექტები, არა მხოლოდ ავითარებენ ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, არამედ ხელს უწყობენ თაობების განვითარებაში, ვინც მომავალს დაინახავს არა საკუთარი თავის განადგურებაში, არამედ სრულიად განსხვავებულ ღირებულებებში. რადგან, მხოლოდ ცოდნა და განათლებაა, ყველაზე კარგი იარაღი, რომლითაც ნებისმიერი ომის და ბრძოლის მოგება შეიძლება. ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ქართველმა მწერლებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და სხვებმა, როცა პეტერბურგში სასწავლებლად წავიდნენ, საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად და დასახმარებლად. სწორედ, რომ პეტერბურგიგან შემოიტანეს, ის ევროპული ღირებულებები, რომლებიც მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში დამკვიდრდა.

დღეს კი, როცა მთელი მსოფლიო პუშკინის ლექსებზე იზრდება, ქართველ ახალგაზრდებს, წარმოდგენაც არ აქვთ, პუშკინზე და მის შემოქმედებაზე. სირცხვილია, როცა პუშკინის ლექსზე „Я вас любил: любовь ещё, быть может...“ ამბობენ: „ეს რა ლექსია“. სირცხვილია, როცა მსოფლიოში აღიარებული, რუსული რომანსები და ბულატ ოკუჯავას, საქართველოზე დაწერილი სიმღერა „Виноградная косточка“, სასაცილოდ არ გყოფნის. 

სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის, კულტურული კავშირები და მათი შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკა ან პოლიტიკა. სხვა ქვეყნის კულტურის, მისი ადათ-წესების, ტრადიციების ცოდნის გარეშე, შეუძლებელია იმ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მენტალიტეტის გაგება, რაც ნიშნავს რომ, სტაბილური ნდობის მქონე ურთიერთობებისთვის, შეუძლებელია ეფექტური, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება. ხშირად ხდება ისე, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, კულტურა ერთადერთ შესაძლებლობად რჩება, რომ კრიზისული პერიოდები გადაილახოს. კულტურა იქცევა ხოლმე ლოკომოტივად, რომ თანამშრომლობის სხვა სფეროებს შორის მუშაობა გაგრძელდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვა ხალხების კულტურა საინტერესოა და თითოეული ჩვენგანი უფრო მდიდარი ხდება, საშუალება გვეძლევა თავი დავაღწიოთ სტერეოტიპებს, უკეთ გავიგოთ და პატივი ვცეთ სხვა ხალხების ღირებულებებს.

სახელმწიფოთა ურთიერთობები, ისევე როგორც, ორი ადამიანის ურთიერთობა, უნდა დაფუძნდეს, მხოლოდ პატივისცემაზე, და არა ძალადობაზე. სანამ ჩვენ მთელ სიმართლეს არ ვიტყვით, ხალხის სულში ომი არ დასრულდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიყოთ გახსნილები და შესაძლებლობა მივცეთ, ყველაფერმა თავისი გზა იპოვოს. 

პირადი ინტერესები და ჩაკეტილობა, ისევ ომამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ბევრი ქართველის პატრიოტიზმი, კაბინეტები და სოციალური ქსელებია. ომის დროს, ყველას გაახსენდება რომ, თურმე ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და იტყვიან, ჩემი საქმე დირექტორობაა, მუსიკოსობაა, მსახიობობაა, იურისტობაა და .. შევიკეტებით, თბილ ოთახებში და სოციალურ ქსელებში გმირობაზე პოსტვას დავიწყებთ. ომს კი, ისევ სხვისი შვილები, ქმრები და მამები შეეწირებიან. 18-19 წლის ბიჭებიც, რომლებმაც ელემნტარული გეოგრაფია არ იციან, რომ არ თქვან, - მათ ტერიტორიაზე გადავედი, მე რა ვიცოდი, რომ მათი ტერიტორია იყოო. არც იარაღის  დაჭერა იციან. ბიჭები, რომლებიც ვერ ასწრებენ გახდნენ, ვერც კაცები, ვერც მამები და ვერც მშობლები.

ბევრი წაგვიკითხავს და მოგვისმენია იმის შესახებ, თუ როგორ უბრუნებს კულტურა ხალხს მშვიდობიან ცხოვრებას. როგორ ეხმარება კულტურული პროექტები საზოგადოებას განტვირთვაში. რადგან, ყველაზე მძიმე კრიზებიც კი, მთავრდება. შემდეგ კი, კონფლიქტებისგან დაღლილი საზოგადოება, ახალი გამოწვევის წინაშე დგება - ნორმალური ცხოვრების პირობებს დაუბრუნდეს. ისტორიამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ, კონფლიქტის შემდეგ, რაც უფრო მალე შესძლებენ ადამიანები, მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების პირობებს დაუბრუნდნენ, მით უფრო სწრაფად იკლებს მათ შორის, დაძაბულობა და წინააღმდეგობები. ჩვენს შემთხვევაში, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, ძალიან დაგვიანდა, ნორმალური პირობების აღდგენა. ამიტომ, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელია. თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზებმა და ოსებმა, აღარ თქვან, ჩვენ ქართველებთან სალაპარაკოდ, თარჯიმანი გვჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ გაურკვეველი საზღვრების გამო, ქართველები ცხინვალის იზოლატორში, რომ აღარ აღმოჩდნენ.








Комментариев нет:

Отправить комментарий